1840-იანი წლების დასავლეთ საქართველო. თავის სამჭედლოში შრომობს უტუ მიქავა. მასთან არიან მისი მეგობრები, მისი თანაშემწე ჯონდო და შეგირდი ხითი. ჯონდოს უტუ მიქავას და ნათელა უყვარს. დადიანის სასახლის ასაშენებლად მორეკილი ყმა გლეხების მძიმე შრომის შემხედვარე, ჯონდო მათ გამოექომაგება, რისთვისაც მას დილეგში ჩააგდებენ. დადიანები თურქეთში გასაყიდი ტყვეების სიას ადგენენ, მასში ნათელაც ხვდება. იფეთქებს გლეხთა აჯანყება, რომელსაც უტუ მიქავა ჩაუდგება სათავეში, მაგრამ ნათელა უკვე გაყიდეს და ის ომარ ფაშას ჰარამხანაშია. ნათელა ზანგი ბიჭის დახმარებით ახერხებს გაათავისუფლოს ომარ ფაშას ტყვეობაში მყოფი ჯონდო და მასთან ერთად შეუერთდეს აჯანყებულებს. გლეხთა აჯანყებას ჩაახშობენ. უტუ მიქავას, ჯონდოსა და სხვა მეთაურებს ციმბირში ასახლებენ.
Tracklist
We are building this title’s soundtrack
We haven’t found the tracks for this soundtrack yet. Check back soon — we’re looking them up automatically.